ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია 2016 წელს. 31 წლის შემტევმა არგენტინელ ლიონელ მესისა და ფრანგ ანტუან გრიზმანს აჯობა.
აღსანიშნავია, რომ რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელი “ფრანს ფუტბოლის” ვერსიითაც გახდა და “ოქროს ბურთი” გადაეცა.
რონალდუს 2016 წელი მართლაც წარმატებული ჰქონდა – კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა.