დორტმუნდის “ბორუსიაში” კაპტინობის გამო გაუგებრობა წარმოიქმნა – ამჟამად “ყვითლებს” მარსელ შმელცერი კაპიტნობს, მაგრამ როგორც გაირკვა, მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს კაპიტნის სამკლავურის გადაცემა მარკო როისისთვის სურს.
ამ ფაქტმა კი, გამოცდილი მარცხენა მცველი გააბრაზა:
“შუა სეზონში კაპიტნის შეცვლა აქამდე არსად მომხდარა და ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაურია”, - თქვა შმელცერმა.
“მესმის შმელცერის გაბრაზების. აუცილებლად ორივეს დაველაპარაკები, თუმცა ვფიქრობ, კაპიტნის მნიშვნელობა წინა წლებთან შედარებით გაუფასურდა”, - ეს ტუხელის სიტყვებია.
მარსელ შმელცერი “დორტმუნდის” კაპიტანი ზაფხულში გახდა, როდესაც გუნდი მატს ჰუმელსმა დატოვა. როისი კი, ამ დრომდე ვიცე-კაპიტნის სტატუსით სარგებლობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაპიტანი როისი უნდა იყოს მაგ გუნდში სადმე თუა სამართალი
“მესმის შმელცერის გაბრაზების. აუცილებლად ორივეს დაველაპარაკები, თუმცა ვფიქრობ, კაპიტნის მნიშვნელობა წინა წლებთან შედარებით გაუფასურდა”, - ეს ტუხელის სიტყვებია.
მაშინ ორმაგად გაურკვეველია რაღატო ცვლის კაპიტანს?! რა აზრი აქვს ვინ იქნება კაპიტანი როისი, თუ ლარს რიკენს დააბრუნებენ და იმას დანიშნავენ?
ყავთ ლარს რიკენი გუნდში მარიო გიოტცე, ერთი გოლის კაცი
არ ვიცი შეიძლება მცდარი მოსაზრებაა, მაგრამ კაპიტნად მე პირადად უკანა ხაზის მოთამაშეებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგანაც მცველები უფრო უყურებენ თამაშს და კაპიტანი იმიტოა კაპიტანი რომ შეუძახოს მოთამაშეებს და საჭიროებისამებრ დაალაგოს ხოლმე თამაში და საერთოდაც მეკარეა იდეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში
და შემდეგ ცენტრალური დამცველი, მაგრრამ მარტო პოზიცია არ შეიძლება იყოს კაპიტნის სტატუსის გამნსაზღვრელი და აქ ინტელექტი და ავტორიტეტია მნიშვნელოვანი მაგრამ როდესაც საკამათოა ავტორიტეტის ამბავი მაშინ მე უკანა ხაზის მოთამაშეს მივანიჭებდი უპირატესობას
მეკარესაც
მეკარე პირველ რიგში მყავს მეც დაყენებული, რადგანაც მეკარეს აქვს ყველაზე მეტი დროს თამაშის საყურებლად და კარნახსაც უკეთ ახერხებენ მეკარეები