ფეხბურთი

21:08 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინომ გუნდი ისევ გამოიცვალა

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო “პესკარაში” ითამაშებს. იტალიური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფორვარდი “თევზების” რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

“პესკარა” გასავარდნ ზონაშია და ჯილარდინოს მსგავსი გამოცდილი ფეხბურთელი წესით უნდა წაადგეს. თავის მხრივ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სეზონის პირველი ნახევარი “ემპოლიში” გაატარა, თუმცა ცუდად – გოლი არ გაუტანია.

აღსანიშნავია, რომ ჯილარდინოს “პესკარაში” ყოფილი თანაგუნდელი მასიმო ოდო გაწვრთნის. ალბერტო ჯილარდინოს არაერთი გუნდში უთამაშია, იტალიის სერია ა-ში კი, 188 გოლი აქვს გატანილი.

0.117812