იტალიურ “ტორინოში” მატებაა. როგორც კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, ამიერიდან “ხარების” ღირსებას ბრაზილიელი ფეხბურთელი კარლაო დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
30 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველია და ბოლო სამი სეზონი კვიპროსის საუკეთესო გუნდ “აპოელში” ირჯებოდა.
კარლაო ევროპაში 2008 წელს გამოჩნდა, როდესაც “სოშოში” ჩაირიცხა და საფრანგეთის ლიგა 1-ში 100 მატჩი აქვს ჩატარებული.