სხვა

17:20 | 9.01.2017 | ნანახია 0 - ჯერ

იანვრის ანგარიში მხოლოდ გაგამარუმ გახსნა

იაპონიაში პროფესიული სუმოს 2017 წლის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მეორე დღეა, ტოკიო წლის პირველ ბაშოს მასპინძლობს და გასული სუპერტურნირების მსგავსად, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში კვლავ ორი ქართველი სეკიტორი გამოდის - ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე და გაგამარუდ წოდებული თეიმურაზ ჯუღელი.

ორი ტურის შემდეგ, მე-13 მაეგაშირას რანგში მოჭიდავე გაგამარუს ანგარიშზე თითო მოგება-წაგებაა. მე-12 მაეგაშირა დაიშომარუსთან განცდილი სასტარტო მარცხის შემდეგ, დღეს მან ასევე მე-12 მაეგაშირა ტაკაკეიშოს აჯობა.

ლევან გორგაძემ 2016 წლის ნოემბრის ბაშო შთამბეჭდავი დადებითი ბალანსით (10:5) დაასრულა და ახალ სეზონს კომუსუბის წოდებით შეხვდა, მაგრამ მიმდინარე შეჯიბრზე ჯერ არაფერი გამოსდის. გუშინ იმპერატორის თასის მფლობელ იოკოძუნასთან - კაკურიუსთან დამარცხდა. დღეს კი კიდევ ერთ თავისზე მაღალრეიტინგიან მეტოქესთან – ოძეკი გოეიდოსთან დაკარგა პირველი ქულის აღების შანსი.

მესამე ტურის შეხვედრები ხვალ შედგება. ტოჩინოშინი ოძეკი კოტოშოგიკუს დაეჭიდება. გაგამარუ კი გაცილებით დაბალრეიტინგიანი მოწინააღმდეგის - ჩიოიოს პირისპირ დადგება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:10 | 27.04.2017
In vino veritas (2107)

კორბენ ვაი-კულე

მოგიძებნე 2005-ში შემოუტრიალებია დალასს ჰიუსტონთან. სახლში პირველი ორი წააგო და 4-3 მოიგო

00:35 | 28.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

დიდი მადლობა. მართლაც იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

16:05 | 27.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მარტო ვეიდი ვერ მოიგებს თამაშს. სახლში მოუგებს ჩიკაგო ასე მგონია და ყველაფერი გეიმ სევენში გადაწყდება სადაც რონდო ძირითად ხუთეულში იქნება ვნახოთ აბა ვეიდს უნდა მოვაგებინო

12:24 | 27.04.2017
iloreli (2516)

ბოსტონმა რა სერია დაქაჩა ?!?!?!

12:30 | 27.04.2017
ssll (1520)

აბა, ამ დროს რა მაგრა ვბალელშიკობ ჩიკაგოს..მეშვიდე თამაშამდე მაინც მივიდოდეს საქმე

12:43 | 27.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

მეც ბულზის გასვლა მინდა. ლებრონას უნდა ვაცემინო წკეპლით, რეგულარულში სირცხვილის ჭმევისათვის DDDD

14:11 | 27.04.2017
ssll (1520)

დდდდ ვერ ეღირსები მაგას..სად აქ ჩიკაგოს მაგის გასაწკეპლი ტრ.კი..დდდდდ

16:21 | 27.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ეეჰ, ერთ დროს ჩიკაგოს მართლაც დიიიდი ტრ...ი ჰქონდა, 23 ნომრიანი DDDDDDDD

17:30 | 27.04.2017
ssll (1520)

დდდდდდდ..მერე იმ დროს იყო კაი გასაწკეპლი, მარა მაშინ წკეპლის დეფიციტი დაემთხავ ალბათ..დდ

12:48 | 27.04.2017
iloreli (2516)

როც გავიდეს ჩიკაგო მერე ვიზარდს შეხვდება სავარაუდოდ დავიჯერო იმასაც გასცდება?
რაც შეეხება ლებრონას ჯერ ტორონტო ვაცემინოთ კაი აკატრებული (დამწიფებული) ჯინჭრით

14:12 | 27.04.2017
ssll (1520)

ტორონტოს კი უნდა ანეკოს გემოზე

12:17 | 27.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ბრავო სელტიქსს. ნეტა ბოლოს როდის იყო, რომ სახლში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ, გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა ?
ნუ, ჯერ არ გასულა მაგრამ ჩიკაგოს ასეთი გამოლენჩების მერე, უეჭველი ეგრე მოჩანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061206