საჩხერის "ჩიხურა" 12 იანვარს შეიკრიბება თბილისში, "ზამთრის მასტერსი 2017"-ზე ითამაშებს და შემდეგ, 21 იანვარს თურქეთში გაემგზავრება. შეკრებაზე გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, საქართველოს დაუბრუნდება და კიდევ, მეორე უცხოურ შეკრებაზეც წავა: ისევ თურქეთში. სპარინგ-მეტოქეეებს მოგვიანებით შევიტყობთ.
"ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გვაცნობა, რომ გუნდი დატოვეს ლაშა გვალიამ, გიორგი რეხვიაშვილმა ("ლოკომოტივში" გადავიდა) და საბა ლობჟანიძემ (თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა).
რაც შეეხება ახალწვეულებს, ჯერჯერობით, ორი ფეხბურთელია ცნობილი: ბაქარ მირცხულავა "შუქურადან" და ზაზა ჭელიძე "დინამოდან". როგორც იცით, ორივე მათგანი მცველია.
"ჩიხურაში" არაერთი ცვლილება იქნება და როგორც ფრუიძემ გვითხრა, გუნდი წლეულს მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია