ATP-იმ მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2500 დოლარით დააჯარიმა.
“დოჰას” ტურნირის ფინალში, სადაც ჯოკოვიჩმა ენდი მარეი 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა, მატჩის შუაში ნოვაკს ნერვებმა უმტყუნა, ჩოგანი ბურთს დაარტყა და მაყურებლებისკენ ისროლა, საკმაოდ ძლიერად. ATP-იმ სერბს ეს საქციელი არ მოუწონა და დააჯარიმა.