გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
“ფინიქსი” შინ “კლივლენდთან” 116:120 დამარცხდა. პირველი პერიოდი “კავალერიამ” 41:28 მოიგო, “ფინიქსი” მთელი შეხვედრა ცდილობდა სხვაობის აღმოფხვრას, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა. “კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 28 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფინიქსელთა რიგებში 31 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო ერიკ ბლედსოუ გახდა. “კლივლენდი” 28 მოგებით და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“ჰიუსტონმა” ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო, ამჯერად ტეხასელებმა გასვლაზე “ტორონტო” 129:122 დაჯაბნეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ჰიუსტონის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 40 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა. დეროზანს 36 ქულა ჰქონდა. “ჰიუსტონი” 30 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.
“კლიპერსი” – “მაიამი” 98:86 (20:19, 32:20, 28:27, 18:20)
https://www.youtube.com/watch?v=fE7yMSt3GAs
“ტორონტო” – “ჰიუსტონი” 122:129 (37:27, 26:34, 36:34, 23:34)
https://www.youtube.com/watch?v=PIXOxuD1Z_g
“მემფისი” – “იუტა” 88:79 (19:18, 23:17, 21:16, 25:28)
https://www.youtube.com/watch?v=dMUejQ2UkfE
“ფინიქსი” – “კლივლენდი” 116:120 (28:41, 25:28, 37:24, 26:27)
https://www.youtube.com/watch?v=2yppp35zrt0
“პორტლენდი” – “დეტროიტი” 124:125 (30:31, 26:22, 31:27, 19:26 o.t. 18:19)
https://www.youtube.com/watch?v=eNahctQZwEU
“საკრამენტო” – “გოლდენ სტეიტი” 106:117 (33:24, 25:27, 22:39, 26:27)
https://www.youtube.com/watch?v=1bgTMiLpTKk
“ლეიკერსი” – “ორლანდო” 111:95 (40:34, 22:26, 19:9, 30:26)
https://www.youtube.com/watch?v=P_DdbmtKaps