21 წლის სერბი ნახევარმცველი ნემანია მაქსიმოვიჩი ყაზახური "ასტანადან" ესპანურ "ვალენსიაში" გადადის. შეთანხმება მიღწეულია, 5-წლიანი კონტრაქტი და ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 1,2 მილიონი ევრო. ტრანსფერში საოცარი არაფერია, რადგან მაქსიმოვიჩი მართლაც კარგი ფეხბურთელია.
საოცარი ის უფრო არის, როგორ იყიდა თავის დროზე "ასტანამ" სერბეთის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი... 19 წლისა იყო, როცა შეიძინა. ეს არის სწორი სელექცია, მუშაობა, დაკვირვება. რა ფასად იყიდა "ვალენსიამ" მაქსიმოვიჩი, უცნობია, მაგრამ "ასტანა" რომ სერბი ფეხბურთელით გვარიან მოგებაში დარჩება, ამას გამოცნობა არ სჭირდება.
მაქსიმოვიჩი 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონია, ხოლო 2015 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მხოლოდ მოიგო კი არა, ფინალში ბრაზილიასთან 116-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი სწორედ მან გაიტანა.
მაქსიმოვიჩს სერბეთის ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, "ასტანაში" კი უკვე ორჯერ გახდა ყაზახეთის ჩემპიონი.