ფეხბურთი

20:00 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მაკარონე "ემპოლის" ისტორიაში შევიდა

იტალიელი ფეხბურთელი მასიმო მაკარონე “ემპოლის” ისტორიაში შევიდა. გუშინ, გამოცდილმა თავდამსხმელმა “პალერმოს” კარი აიღო და ტოსკანური გუნდის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა სერია ა-ში.

მაკარონეს “ემპოლის” რიგებში იტალიის უმაღლეს დივიზიონში 26 გოლი აქვს გატანილი, ასეთი შედეგი კი, ამ გუნდის არცერთ სხვა მოთამაშეს არ ჰქონია.

მთლიანობაში კი, მასიმოს შედეგი გაცილებით მაღალია – 99 გოლი. თუმცა, მათი უმრავლესობა ქვედა ლიგაზე, სერია ბ-ზე მოდის.

0.115002