კალათბურთი

12:15 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონმა აეკ-ს ულიდერა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის მაიკლ დიქსონის აეკ-მა შინ ვიქტორ სანიკიძის "არისი" საბერძნეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში 81:61 დაამარცხა. სანიკიძე ტრავმირებულია და მისი მოედანზე დაბრუნების ვადა ჯერჯერობით უცნობია.

განვლილ მატჩში ნაკრების ამერიკელმა ნატურალიზირებულმა გამთამაშებელმა 29:20 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა. სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (17) მაიკლი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. დიქსონს ორქულიანები უფრო წაუვიდა და 6-დან 5 ჩააგდო, 6 სამქულიანიდან კი მხოლოდ ორი ჩააგდო. გამთამაშებელმა ასევე 4 საჯარიმოდან სამი გამოიყენა.

ათენელებმა 10 მოგებით და 3 მარცხით ჩემპიონატში მესამე ადგილზე არიან. აეკ-ი "პანათინაიკოსს" და "ოლიმპიაკოსს" ჩამორჩებიან. მომდევნო შეხვედრას დიქსონის გუნდი კვლავ შინ, 21 იანვარს "აპოლონის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134588