პოლონური “პოგონის” მწვრთნელმა კაზიმეჟ მოსკალმა ქართველ ახალწვეულ მათე ცინცაძეზე ისაუბრა. მოსკალმა აღნიშნა, რომ ცინცაძე ასაკის კვალობაზე უკვე საკმაოდ გამოცდილია და მოხარულია, რომ ასეთი ფეხბურთელი “პოგონში” გადავიდა.
“მას მთელი კარიერა წინ აქვს. უკვე ნათამაშევი აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და თბილისის “დინამოში” შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. ცინცაძე ორშაბათიდან ივარჯიშებს გუნდთან ერთად. “პოგონი” მისი პირველი უცხოური კლუბია და ქართველ ფეხბურთელს უნდა დავაცადოთ, ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ. ვფიქრობ, ცინცაძე მშვენივრად შეეწყობა ჩვენს სათამაშო სტილს”.
ცინცაძე დღეს 22 წლისა გახდა. “მსოფლიო სპორტი” დაბადების დღეს ულოცავს ფეხბურთელს!