ფეხბურთი

22:27 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას წლის საუკეთესო გუნდი ცნობილია (+VIDEO)

უეფამ გულშემატკივრების მიერ არჩეული წლის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 7.8 მილიონამდე ადამიანმა მიიღო. ყველაზე მეტი გულშემატკივარი მადრიდის "რეალის" მცველ სერხიო რამოსს ყავდა, ესპანელს მხარი 488 908 ადამიანმა დაუჭირა.

2016 წლის უეფას საუკეთესო გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია)

მცველები: ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი", გერმანია), ჟერარ პიკე ("ბარსელონა", ესპანეთი), სერხიო რამოსი ("რეალი", ესპანეთი), ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი", იტალია)

ნახევარმცველები: ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია), ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია)

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109654