ყატარში მიმდინარე “დოჰას” ტურნირზე სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალში ჩეხი რადეკ შტეპანეკი 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. სერბმა არადამაჯერებლად ითამაშა ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელსაც აქამდე ჯოკოვიჩი არ უშვებდა, მაგრამ რადეკიც არასტაბილურად თამაშობდა და აქედან გამომდინარე სბაოლოო ჯამში ნოვაკმა იოლად იმარჯვა. სერბმა 6-დან 4 ბრეიკი შეასრულა.
ნოლე ტურნირის ნახევარფინალში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება, მატჩი 6 იანვარს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.