დუდა სანაძისთვის 2017 წელი უიღბლოდ დაიწყო. სლოვენიის თასის მატჩიქართველი უკანახაზელის „პრიმორსკა“ „კასტინგსს“ შეხვდა და შეხვედრის დასაწყისშივე სანაძემ ფეხის ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
როგორც “პრიმორსკას” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ტრავმა სერიოზული არ სჩანს, თუმცა, ყველაფერს ნათელი დამატებითი გამოკვლევის შემდეგ მოეფინება. სანაძის არყოფნაში, მის გუნდს გამარჯვება არ გასჭირვებია. “პრიმორსკამ” სლოვენიის თასის მე-5 ეტაპის პირველ მატჩში მეტოქე 97:68 გაანადგურა, განმეორებით შეხვედრას კი სტუმრად 24 იანვარს გამართავს.
www.gbf.ge