მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი ბრიზბენის ტურნირის მეოთხედფინალში უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან 4:6, 6:3, 3:6 დამარცხდა (VIDEO). შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ბოლო გადამწყვეტ სეტში კერბერი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, თუმცა გერმანელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და 3:4-ზე თავის ჩაწოდებაც დაკარგა, რამაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
ნახევარფინალში სვიტოლინა ჩეხ კაროლინა პლისკოვას შეხვდება. მატჩი 6 იანვარს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ბრიზბენის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.