ფეხბურთი

17:49 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თეიმურაზ შონია ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ბათუმის "დინამოს" კაპიტანი თეიმურაზ შონია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ამის შესახებ კლუბის საიტმა დაწერა. საქართველოს ნაკრები თბილისში 16 იანვარს შეიკრიბება, ხოლო 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთა წინააღმდეგ.

სწორედ შონიას გოლით, ბათუმის "დინამომ" მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა და ევროტურნირების საგზური მოიპოვა. მთლიანობაში, გარდამავალ სეზონში 7 გოლი მიითვალა, რაც ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია.

0.112407