ფეხბურთი

23:50 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სანდერლენდმა" დეფო 6 მილიონში არ გაცვალა

"სანდერლენდმა" "ვესტ ჰემისგან" ჯერმეინ დეფოს სანაცვლოდ შეთავაზებული 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი იუარა. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია "ჩაქუჩები" 34 წლის ფეხბურთელის შესაძენად თანხას გაზრდიან თუ არა.

ინგლისელი თავდამსხმელი "შავი კატების" საკვანძო ფიგურაა და აღნიშნულ თანხაზე კლუბის უარი მოსალოდნელი გახლდათ. გასულ სეზონში დეფომ პრემიერლიგის 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 20 შეხვედრაში თავი უკვე 11-ჯერ გამოიჩინა.

0.111764