ფეხბურთი

19:45 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტორინომ" იტურბე ინათხოვრა

პარაგვაის ეროვნული ნაკრების შემტევი ხუან იტურბე სეზონის დარჩენილ დროს იჯარის წესით "ტორინოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ტურინელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

"ტორინოს" სამხრეთამერიკელის გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც იტალიური მედია იუწყება, სეზონის ბოლოს იტურბეს სანაცვლოდ შესაძლოა "ტორინომ" 12-14 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში იტურბე "რომას" შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და სულ 12 მატჩი ჩაატარა. სამხრეთამერიკელმა კი მოედანზე 469 წუთი გაატარა და "ტორინოში" უფრო მეტ სათამაშო დროს ელოდება.

0.122005