ფეხბურთი

23:23 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟესტედი "მიდლსბროში" გადავიდა

ბენინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ასტონ ვილას" ყოფილი თავდამსხმელი რუდი ჟესტედი კარიერას "მიდლსბროში" გააგრძელებს. როგორც აფრიკელის ახალი კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა.

ჯერჯერობით, ჟესტედის სატრანსფერო დეტალები უცნობია. რუდი "ასტონ ვილაში" "ბლექბერნიდან" 2015 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბენინელმა ჩემპიონშიფში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117783