გერმანული “ბამბერგის” იტალიელი ფორვარდი ნოლა მელი ევროლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გასულ თვეში “ბამბერგმა” 6-დან 4 შეხვედრა მოიგო. მელი საშუალოდ ერთ მატჩში 15.6 ქულას, 8 მოხსნას, 2.3 პასს, 1.2 ჩაჭრას და 1 ბლოკ-შოტს აკეთებდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24-ს უწია.
მელი ევროლიგის თვის საუკეთესო კალათბურთელი მეორედ გახდა, პირველად ეს 2015 წლის ნოემბერში მოხდა.