ფეხბურთი

14:20 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მათე ცინცაძემ “პოგონთან” კონტრაქტი გააფორმა

21 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე შჩეცინის “პოგონის” წევრი გახდა. როგორც პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. მათე ახალ გუნდში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“პოგონის” პრესსამსახურისვე ცნობით, ცინცაძე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმე დღით საქართველოში პირადი საკითხების მოსაგვარებლად დაბრუნდა და გუნდში მზადებას ორშაბათიდან დაიწყებს.

მათე ცინცაძემ კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, მერე ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა, 2014 წლიდან კი თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში , ეროვნულ გუნდში კი ორი თამაში ჩაუტარებია.

“პოგონი” პოლონეთის ექსტრაკლასაში 20 ტურში მოპოვებული 26 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

0.07553