ოკლენდში მიმდინარე ტურნირზე სენსაცია დაფიქსირდა. დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა თანამემამულე მედისონ ბრენგლთან მოულოდნელად 4:6, 7:6, 4:6 წააგო. პირველი სეტში 4:4-ზე მედისონმა ბრეიკი გააკეთა და სეტებში დაწინაურდა, მეორე პარტიაში სერენამ მეტოქეს ტაი-ბრეიკზე 7:3 აჯობა. გადამწყვეტ მესამე სეტში 5:4-ზე ბრეინგლის სასარგებლოდ სერენამ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჩაწოდება დაკარგა და 2017 წლის პირველი სენსაცია დაფიქსირდა.
ბრენგლი მომდევნო ეტაპზე ლატვიელ ოსტაპენკოს შეხვდება.