ჩოგბურთი

12:17 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეის ზედიზედ 25-ე გამარჯვება

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელმა ენდი მარეიმ 2017 წელს პირველი და წინა წლიდან მოყოლებული ზედიზედ 25-ე შეხვედრა მოიგო. ენდიმ დოჰას ტურნირზე ფრანგი ჟერემი ჩარდი 6:0, 7:6 დაამარცხა. ბრიტანელმა პირველი სეტი უპრობლემოდ მოიგო, ხოლო მეორე პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც მარეიმ 7:2 იმარჯვა.

1/8-ფინალში ენდის მეტოქე ავსტრიელი გერალდ მელცერი იქნება. შეხვედრა 4 იანვარს თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული.

თეგებიენდი მარეი
0.111873