კალათბურთი

11:30 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ 2017 წელი "რეალთან" გამარჯვებით დაიწყო

თორნიკე შენგელიამ და მისმა „ბასკონიამ“ 2017 წელი საამაყო გამარჯვებით დაიწყეს. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ვიტორიელებმა მადრიდის „რეალს“ უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად - 77:62 იმარჯვეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 17:25 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაამდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები ამერიკელი შეინ ლარკინი და უნგრელი ადამ ჰანგა იყვნენ 16-16 ქულით, ფრანგმა ტიმ კილიმ კი 14 ქულა ჩააგდო. “რეალის” მხრიდან სლოვენიელი ლუკა დონჩიჩისა და ესპანელი რუდი ფერნანდესის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. მათ 12-12 ქულა მოაგროვეს.

9 მოგებითა და 5 წაგებით ვიტორიელები ცხრილში მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს „ბასკონია“ 8 იანვარს, მადრიდში, „ფუენლბრადასთან“ ჩაატარებს. ამავე დღეს გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის „ანდორა“ ესპანეთის დედაქალაქში „რეალს“ დაუპირისპირდება.

gbf.ge

0.113157