ჰოლანდიელი შემტევი რაიან ბაბელი ესპანური “დეპორტივოდან” თურქულ “ბეშიქთაშში” გადავიდა. სტამბოლური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულებამ 5,5 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ყოველ გატანილ გოლზე ბონუსის სახით 4 ათასი ევრო დაემატება.
ბაბელმა სეზონის პირველ ნახევარში “დეპორტივოს” მაისურით ლა ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გოლითა და ერთი საგოლე პასით გამოიჩინა.
რაიანს თურქეთში აქამდეც უთამაშია - 2013-2015 წლებში “ქასიმფაშას” ღირსებას იცავდა და 58 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.