ჩოგბურთი

14:47 | 2.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ექვსთვიანი უთამაშებლობის შემდეგ კორტზე გავიდა. შვეიცარიელმა “ჰოფმანის თასზე” ბრიტანელი დანიელ ევანსი 6:3, 6:4 დაამარცხა. ფედერერმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი გააკეთა, შეხვედრა საათსა და სამ წუთს გაგრძელდა. როჯერმა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იმარჯვა.

ფედერერი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს გერმანელ ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ როჯერს ტრავმის გამო 2016 წლის 8 ივლისის შემდეგ ნათამაშები აღარ ჰქონდა.

0.122276