ისტორია

12:37 | 2.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

2 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937 – დაიბადა ვაჟა კაჭარავა. ქართველი ფრენბურთელი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონი (1967). მსოფლიოს თასის მფლობელი (1965). მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 1965). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966). 1984-94 წლებში წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ-ისა და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების, ვახტანგ გორგასლისა და სეოკ-ის ორდენების კავალერი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1980 - ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა პირველობის ტურნირის ფინალში არგენტინელმა გილერმო ვილასმა ჯონ სადრი 7:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და ასპარეზობის რიგით 68-ე ჩემპიონი გახდა.

1981 - ამერიკელმა მერი ტერსტიჯ მიგერმა ქალთა შორის ბატერფლაის სტილით 200 მეტრზე გაცურვისას მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:05.65).

1982 - ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა პირველობის ტურნირის ფინალში იოჰან კრიეკმა დენტონი 6:2, 7:6, 6:6, 6:4 დაამარცხა და ასპარეზობის რიგით 70-ე ჩემპიონი გახდა.

2006 - ოტმარ ჰიტცფელდმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმწვრთნელობიდან წავიდოდა.

2013 - “ატლანტა ჰოუკსმა” ნიუ ორლეანში იქაურ “ჰორნეთსს” 95:86 მოუგო და ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა – ჩვენი ნაკრების კაპიტანმა 20 წუთში 12 ქულას 10 მოხსნა მიამატა.“ნიუ ორლეანს არენაზე” ქართველმა მეფარემ 8 ორქულიანიდან 5 ზუსტად გამოიყენა. ზაზამ ერთხელაც მეტოქეს ბურთი დაუფარა.

2013 - ატლანტელმა ჯოშ სმიტმა ნიუ ორლენში იქაურ ”ჰორნეთსთან” 23 ქულა გააკეთა და 13 მოხსნა შეასრულა. სმიტმა კარიერის განმავლობაში თავის 5000-ე მოხსნას გადააჭარბა.

2014 - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა და 10 ათასი დოლარით დააჯილდოვა.

2014 - ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში თურქეთმა საქართველოს 29:23 მოუგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1937 - ვაჟა კაჭარავა. ქართველი ფრენბურთელი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონი (1967). მსოფლიოს თასის მფლობელი (1965). მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 1965). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966). 1984-94 წლებში წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ-ისა და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების, ვახტანგ გორგასლისა და სეოკ-ის ორდენების კავალერი.

1938 - ნოდარ ახალკაცი. თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი და საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით “დინამომ” 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1976 და 1979 წლებში კი საკავშირო თასს დაეუფლა. ახალკაცმა გუნდს 1977 წელს ვერცხლის, 1976 (გაზაფხული, შემოდგომა) და 1981 წლებში ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. 1990-98 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ნოდარ ახალკაცი 1998 წლის იანვარში გარდაიცვალა. დაჯილდოებულია ფიფას ლალის ორდენით.

1942 - ევგენი რუდაკოვი. კიევის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე. 1972 წელს იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და მოიპოვა მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი. კიეველთა შემადგენლობაში 1975 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. 1971 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად.

1948 - გივი ნოდია. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1966 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საბჭოთა კავშირის პირველობების ოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. “გრიგორი ფედოტოვის” ბომბარდირთა კლუბის წევრი. “33 საუკეთესოთა” შორის შეიყვანეს ხუთჯერ. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, თბილისის “დინამოს”, რუსთავის “გორდას”, სანკტ-პეტერბურგისა და თბილისის “ლოკომოტივს”. გივი ნოდია 2005 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.

1978 - დავით მუჯირი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, ტირასპოლის “შერიფის”, ავსტრიის გრაცის “შტურმის”, სამარას “კრილია სოვეტოვის”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, “ზესტაფონის” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

0.116849