სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი კარიერას ,,ა’’ ლიგის მონაწილე სეუ-რინოში აგრძელებს, რომელიც ამ გუნდის მოთამაშე და პარალელურად ერთ-ერთი მეწილეა. ამის შესახებ worldsport.ge-ს სეუ-რინოს ერთ-ერთმა მოთამაშემ და მეწილემ ლევან (ნოდარ) შენგელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მათიაშვილს სუპერლიგის თითქმის ყველა წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. ბოლოს იგი ,,ქუთაისი’’ რიგებში გამოდიოდა და ქუთათურებთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.