ერთ-ერთ ჩინურ კლუბს “რეალის” პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი რონალდუს აგენტზე, ჟოზე მენდიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჩინური კლუბი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, მზადაა, “რეალს” პორტუგალიელის სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო თავად რონალდუს წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტი მისცეს.
“ფული ყველაფერი არაა, რონალდუსთვის “რეალი” მთელი მისი ცხოვრებაა”, - განაცხადა მენდიშმა.