კალათბურთი

12:24 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” “ბოსტონს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

დღის ცენტრალურ მატჩში “კლივლენდმა” შინ “ბოსტონს” 124:118 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც “კავალერიამ” 35:24 იმარჯვა. ყველაზე მეტი, 32 ქულა “კლივლენდის” გამთამაშებლის, კაირი ირვინგის ანგარიშზეა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (+12 პასი). “ბოსტონში” 31 ქულით აიზეია თომასი გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსს 23 ქულა და 11 პასი ჰქონდა. “კლივლენდი” 24 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, “ბოსტონი” 19 მოგებით და 14 მარცხით ამავე კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

“მემფისმა” საკუთარ დარბაზში “ოკლაჰომას” 114:80 მოუგო. მესამე პერიოდში რასელ უესტბრუკმა მსაჯთან კამათის გამო ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა, ხოლო “ოკლაჰომა” რასელის გარეშე “დათვებთან” ვერაფერს გახდა. უესტბრუკმა 23 წუთში გუნდს 21 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. “მემფისში” 25 ქულით საუკეთესო მარკ გაზოლი გახლდათ.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “მაიამი” 91:82 (21:19, 21:30, 31:17, 18:16)

https://www.youtube.com/watch?v=yIB8PVG6qSk

“კლივლენდი” – “ბოსტონი” 124:118 (32:25, 34:34, 35:24, 23:35)

https://www.youtube.com/watch?v=nMEzkolYCB0

“მემფისი” – “ოკლაჰომა” 114:80 (27:21, 28:18, 23:22, 36:19)

https://www.youtube.com/watch?v=6GGIrcL0yxw

“ფინიქსი” – “ტორონტო” 99:91 (16:18, 26:22, 34:22, 23:29)

https://www.youtube.com/watch?v=YdRRQJ1Ue0U

“იუტა” – “ფილადელფია” 100:83 (22:24, 27:27, 21:23, 30:9)

https://www.youtube.com/watch?v=0bTurgu4vYk

“ლეიკერსი” – “დალასი” 89:101 (27:26, 30:24, 13:31, 19:20)

0.114989