ფეხბურთი

1:20 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონმა პრემიერლიგაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველის ანდერსონის შეძენა “მიდლსბროს” სურდა, თუმცა ბრაზიელიელმა მოთამაშემ პრემიერლიგაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Globoesporte ავრცელებს.

28 წლის ფეხბურთელის დამატება “მიდლსბროს” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურდა. ინგლისური კლუბის გარდა, ანდერსონით პორტუგალიური “ბრაგა” და რამდენიმე ჩინური კლუბი ინტერესდება, თუმცა მოთამაშეს “ინტერნასიონალში” დარჩენა სურს.

ანდერსონი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2007-2015 წლებში თამაშობდა, ხოლო ნახევარი წელი “ფიორენტინაში” იჯარით თამაშობდა. ის “ინტერნასიონალში” 2015 წლის ზამთარში გადავიდა.

თეგებიანდერსონი
0.123425