სუპერლიგის აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ყველაშვილი კარიერას ,,ა“ ლიგის მონაწილე არენა 76-ში აგრძელებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ყველაშვილის თანაგუნდელმა ტატო ჩაჩიბაიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ყველაშვილს სუპერლიგის რამდენიმე წამყვან გუნდსა და რუსეთის მეორე ლიგაში აქვს ნათამაშები. ბოლო წლები მან საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ,,რუთავში“ გაატარა.