ფეხბურთი

22:08 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა შესაძლოა ლიგა 1-ში დაბრუნდეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი შეიცვალოს და ისევ ლიგა 1-ში დაბრუნდეს. ავტორიტეტული გამოცემა France Football-ის ინფორმაციით, “რეიმსსა” და “მეცს” შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება 30 წლის ქართველი ფეხბურთელის “მეცში” გადაბარგების თაობაზე.

წყაროს ცნობით, “მეცს” იანვარ-თებერვალში აფრიკის თასის გამო კამერუნელი ჟორჟ მანდიეკი და კოტ დივუარელი ჩიკ დუკური დააკლდება. გუნდი კი, მის შემცვლელს ეძებს. ჯაბა შესაძლო მომსვლელებს შორის ერთ-ერთი პირველი კანდიდატია.

კანკავას “რეიმსთან” კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ჯაბამ მიმდინარე სეზონში 6 თამაში ჩაატარა. ისე კი, ჯამში “რეიმსის” ღირსება 2015 წლიდან მოყოლებული 34-ჯერ დაიცვა.

რაც შეეხება “მეცს”, ფილიპ ინშპერგერის გუნდი ამჟამად გასავარდნ ზონაშია, მე-18 ადგილზე 19 ქულით, მაგრამ სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და მეთერთმეტე პოზიციაზე მყოფ “მონპელიეს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

0.11847