არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2016 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად დაასახელა. სამხრეთამერიკელმა 172 ქულა დაგროვა და მეორეადგილოსან ანდრეს ინიესტას საგრძნობლად გაუსწრო. მესამე პოზიციაზე კი ტონი კროოსია.
2016 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1.ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა) - 172 ქულა
2.ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი) - 66
3.ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია) - 45
4.მესუთ იოზილი ("არსენალი", გერმანია) - 39
5.რიად მარეზი ("ლესტერი", ალჟირი) - 36
6.ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია) - 36
7.კევინ დე ბრუინი ("სიტი", ბელგია) - 31
8.პოლ პოგბა ("იუვენტუსი"/ "მანჩესტერი", საფრანგეთი) - 26
9.ედენ აზარი ("ჩელსი", ბელგია) - 14
10.დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი", საფრანგეთი) - 8