ჩოგბურთი

18:30 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩმა კარიერა დაასრულა

29 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ანა ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.

“ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მომიწია, 29 წლის ასაკში კარიერა უნდა დავასრულო. ბოლო პერიოდში ბევრი ტრავმა მივიღე და სათანადო დონეზე ვეღარ ვთამაშობ. ჩოგბურთის თამაში ამ სპორტის დიდი სიყვარულის გამო დავიწყე, როცა ხუთი წლის ვიყავი და მონიკა სელეშის თამაშს ვუყურებდი, ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც ავიხდინე. “როლან გაროსის” ტურნირი მოვიგე, რომელიც კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ძალიან მომენატრება ჩოგბურთი, განსაკუთრებით კი გული მწყდება, რომ ახლა ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ვითამაშებ”- განაცხადა ივანოვიჩმა.

ივანოვიჩმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში 480 შეხვედრა მოიგო და 225 წააგო, WTA-ის 15 ტურნირი მოიგო, დიდი სლემის ერთი ტიტული (როლან გაროსი 2008 წელს). ანამ ჩოგბურთის თამაშით 15 510 787 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ივანოვიჩი 2008 წელს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელიც იყო.

0.746776