ოქროს ხანა უდგას კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც 2016 წელს ყველა ოცნება აიხდინა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გახდა ევროპის ჩემპიონი და ასევე "ოქროს ბურთის" მფლობელი.
იღბლიანია არა მხოლოდ მოედანზე, არამედ სიყვარულშიც. ჯორჯინა როდრიგესი, სწორედ ეს ადამიანი გახლავთ მისი ახალი სიყვარული, რომელსაც რონალდუმ 150 ათას ევროდ შეფასებული ახალი მერსედეს ბენცი აჩუქა. კრიშტიანუმ ახალ ავტომობილში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა, რომელიც შემდეგნაირად დაახასიათა - “ჩემი ახალი მხეცი”.