ფეხბურთი

16:07 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” ისკოს გადაბირებას შეეცდებიან

მადრიდის “რეალის” 24 წლის ნახევარმცველის, ისკოს გადაბირებას “მილანი” და “იუვენტუსი” ცდილობენ. თუმცა, ინტერნეტ გამოცემა AS-ის ინფორმაციით, საქმეში “ინტერიც” ჩაერთო.

ესპანელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” დარჩენა სურს, თუმცა მთავარი მწვრთნელის უნდობლობა მის მიმართ აშკარაა.

ისკომ “რეალის” შემადგენლობაში 2016-2017 წლების სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა “ბეტისის” და “ალავესის” კარში.

0.114003