მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეშვიდე ტურის მეოთხე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „სოხუმი“ და „მგზავრები“ უნდა შეხვედროდნენ, ორივე გუნდის ურთიერთშეთანხმების შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ „სოხუმი“ ბოლო შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას საგრძნობლად გასცილდა. რაც შეეხება „მგზავრებს“, 13 შეხვედრიდან ერთადერთი მოგება აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.