ფეხბურთი

12:58 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა

არგენტინელი კარლოს ტევესის ჩინურ “შანხაი შენჰუაში” დაანონსებული ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდა, რითაც 32 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ტევესი კვირაში 615 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს, ანუ აქამდე ყველაზე მაღალხელფასიან კრიშტიანუ რონალდუზე თითქმის ორჯერ მეტს.

ამ სეზონში ტევესი “ბოკა ხუნიორსის” ღირსებას იცავდა და მშობლიური გუნდის მაისურით არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებულ ათ მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კარიერის განმავლობაში კარლოს ტევესს “ბოკა ხუნიორსის” გარდა, “კორინთიანსში”, “ვესტ ჰემში”, “მანჩესტერ იუნაიტედში”, “მანჩესტერ სიტიში” და ტურინის “იუვენტუსში” უთამაშია. არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 76 მატჩში მის ანგარიშზე 13 გოლია.

0.092349