საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" თედორე გრიგალაშვილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც "საბურთალოს" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბსა და 23 წლის მცველს შორის თანამშრომლობა 1+1 სისტემით გახანგრძლივდა.
გრიგალაშვილს კარიერის განმავლობაში "ზესტაფონში", "სამტრედიაში" და გროზნოს "ტერეკში" უთამაშია, "საბურთალოს" ღირსებას კი გასული ზაფხულიდან იცავს.