ფეხბურთი

23:22 | 28.12.2016 | ნანახია NaN - ჯერ

გაბელია: “ბედნიერებაა, როდესაც საუკეთესო ხდები”

გულნარა გაბელიამ WORLDSPORT.GE-სთან საუბარში, იმ ხალხს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად მიიჩნია. მისივე განცხადებით, ბედნიერებაა, როდესაც სამშობლოში საუკეთესოდ გასახელებენ.

“ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანც, ვინც მხარი დამიჭირა. ბედნიერებაა, როდესაც საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ხდები. “ბიიკ კაზიგურტს” რაც შეეხება, გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან დიდი ხანია იქ ვთამაშობ და არსად არ ვაპირებ გადასვლას. კონტრაქტი კიდევ მაკავშირებს ამ გუნდთან”, - გვითხრა გულნარამ.

გულნარა გაბელია საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06392