ფეხბურთი

23:10 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ”

თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ხმა მას მისცეს, მადლობა გადაუხადა. თუმცა იქვე დასძინა, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ არის.

“ძალიან გახარებული ვარ და დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ჯილდოსთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა. მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2017 წელი. ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით. 2016 წელს რაც შეეხება, წარმატებული არ იყო, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ რაღაც კარგიც იყო და ცუდიც”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა.

0.158483