კალათბურთი

23:03 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ჰიუნდაის’’ დამარცხება ვერც ,,ზაზამ’’ მოახერხა

საქართველოს 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატში მორიგი შეხვედრები შედგა. ,,ჰიუნდაიმ’’ ,,ზაზას’’, ხოლო ,,სოხუმმა’’ ,,არმიას’’ უმასპინძლა.

ჩემპიონატის მონაწილე გუნდებიდან გამორჩეულ ინტერესს ,,ჰიუნდაის’’ თამაში იწვევს, რომელსაც ჯერ შეხვედრა არ წაუგია. რაღა თქმა უნდა, ,,ჰიუნდაი’’ ამ შეხვედრაშიც ფავორიტი იყო, რომელიც სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ გუნდს ეთამაშებოდა. პროგნოზის საპირისპიროდ, პირველი ტაიმი ,,ზაზას’’ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 35: 33.მეორე ტაიმმა ,,ჰიუნდაის’’ სრული უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც დიდი ანგარიშით 83: 60 შეძლო მეტოქის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ჰიუნდაის’’ წევრმა გიორგი კორსანტიამ აჩვენა, რომელმაც 17 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი დავი აფხაზავა, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 10 პასია. ,,ზაზას’’ მხრიდან 14 ქულითა და 18 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ლუკა კალატოზიშვილი იყო.

რაც შეეხება ,,სოხუმი’’- ,,არმიას’’ დაპირისპირებას, ამ შეხვედრამ ძალოვნების სრული უპირატრსობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 92: 63.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა ,,სოხუმის’’ წევრმა ტატო ზუზაძემ დააგროვა. არმიელთა შორის ყველაზე მეტი 13 ქულა ვახტანგ გარინდაშვილის ანგარიშზეა. მისმა თანაგუნდელმა ბილი ალიევმა კი 12 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

0.115899