ფეხბურთი

0:13 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"აუგსბურგს" სეზონის ბოლომდე ბაუმი გაწვრთნის

37 წლის გერმანელი სპეციალისტი მანუელ ბაუმი "აუგსბურგს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კლუბის ხელმძღვანელობამ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი დირკ შუსტერი 14 დეკემბერს დაითხოვა და თავკაცის მოვალეობის შემსრულებლად ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი ბაუმი დაინიშნა. მანუელის გაწვრთნილმა "აუგსბურგმა" კი "დორტმუნდთან" ფრე 1:1 ითამაშა, ხოლო "გლადბახს" 1:0 მოუგო.

ამჟამად ბუნდესლიგაში შესვენებაა, "აუგსბურგი" კი 18 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

0.12304