საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ მოიპოვა. მოგეხსენებათ, ცეცაძის ხელმძღვანელობით იმერული გუნდი ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ცეცაძე დაჯილდოვების ცერემონიალზე არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად პრიზი “სამტრედიას” კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა ჩაიბარა.
გია ცეცაძის გარდა ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ საჩხერის “ჩიხურას” თავკაცი სოსო ფრუიძე და “ტორპედოს” დამრიგებელი კახაბერ ჩხეტიანი.
სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბეს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.