სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:46 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ო კაპელოს: “მადლობა, რომ ჩემი ოჯახი მშიერი არაა”

ვეტერანი კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო, რომელიც ამჟამად თურქეთში, “ანტალიასფორის” ღირსებას იცავს, ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს საჯაროდ ემადლიერება.

როგორც 35 წლის კამერუნელმა განაცხადა, მისი კარიერის განვითარება სწორედ დონ ფაბიოს დამსახურებაა:

“მადლობა ფაბიო კაპელოს, რომ დღეს ჩემს ოჯახს შეუძლია საჭმელი ჰქონდეს”, - აღნიშნა ეტო’ომ.

სამუელ ეტო’ოს კარიერა მადრიდის “რეალიდან” დაიწყო. კერძოდ, 1996-1997 წლების სეზონში მას კაპელომ შანსი მისცა და პირველ გუნდში დააწინაურა. მართალია, შემდგომ სამუელმა “სამეფ კლუბში” თავი ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ “ლეგანსეში”, “მალიორკაში”, “ბარსელონაში”, “ინტერში”, “ანჟიში”, “ჩელსიში”, “ევერტონში” და “სამპდორიაში” უმაღლეს დონეზე წლების განმავლობაში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119024