კალათბურთი

20:48 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი წლის საუკეთესო სპორტსმენია

The Associated Press-ის ვერსიით, წლის საუკეთესო სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს. “მეფემ” 59 ხმიდან 24 მიიღო, მეორე ადგილზე მაიკლ ფელფსი გავიდა 16 ხმით, ხოლო მესამეზე უსაინ ბოლტია.

ლებრონ ჯეიმსი გახდა მეორე კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანის შემდგომ, ვინც აღნიშნული ვერსიით წლის საუკეთესო ათლეტი ორჯერ გახდა. ლებრონმა პირველად 2013 წელს მიიღო აღნიშნული ტიტული, ხოლო ჯორდანმა 1992 და 1994 წლებში.

შეგახსენებთ, რომ შარშან საუკეთესოდ სტეფ კარი დასახელდა.

0.12114