ფეხბურთი

16:07 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

უჩა სოსიაშვილი: "გორის "დილადან" წავედი, დეტალებს 10 იანვრამდე შეიტყობთ..."

"შემიძლია გითხრათ, რომ "დილაში" აღარ ვიმუშავვებ. ეს ორი დღის წინ გადაწყდა და თუ რატომ, რა მიზეზით მოხდა ჩემი წასვლა, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ. მაქსიმუმ 10 იანვრამდე გაგაცნობთ დეტალებს" - უთხრა worldsport.ge-ს უჩა სოსიაშვილმა.

სოსიაშვილმა გვითხრა, რომ ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაწყვეტილა, მაგრამ გარკვეულია, რომ "დილას" აღარ გაწვრთნის.

განცხადება მართლაც საგულისხმოა, თუმცა მწვრთნელს ამ ეტაპზე სხვა აღარაფერი უთქვამს - დანარჩენს პრესკონფერენციაზე შეიტყობთო... ისე კი გვაცნობა, რომ "დილაში" 2017 წლის ზაფხულამდე ჰქონდა კონტრაქტი.

უჩა სოსიაშვილი 27 წლის გახლავთ. 2015 წელს "დილა" მისი თავკაცობით გახდა საქართველოს ჩემპიონი და იმ დროს მწვღთნელი 26 წლისაც კი არ იყო...

"დილას" გიორგი დარასელია გაწვრთნის. დარასელია ადრეც თავკაცობდა "დილას", მერე კი რამდენიმე კლუბი შეიცვალა: ხაბაროვსკის "სკა-ენერგია", "ზუგდიდი", ქუთაისის "ტორპედო".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15073