კალათბურთი

12:08 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის სეზონის მეთხუთმეტე სამმაგი დუბლი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“მაიამი” შინ “ოკლაჰომასთან” 94:106 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რასელ უესტბრუკი გახლდათ, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-15 სამმაგი დუბლი შეასრულა (29 ქულა, 17 მოხსნა, 11 პასი). რასელს კარიერაში სულ 52 სამმაგი დუბლი დაუგროვდა, რითაც აღნიშნულ კატეგორიაში ნბა-ში მეექვსე ადგილს იკავებს. გამთამაშებლის მორიგი სამიზნე ლარი ბერდის 59 სამმაგი დუბლია.

ტეხასურ დერბში “დალასი” შინ “ჰიუსტონთან” 107:123 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “ჰიუსტონმა” 35:16 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, 34 ქულა, 11 პასი და 5 მოხსნა. “დალასში” ჰარისონ ბარნსი 21 ქულით გამოირჩა.

“ბოსტონი” – “მემფისი” 113:103 (28:24, 28:24, 28:29, 29:26)

https://www.youtube.com/watch?v=l8HLyA8chYc

“მაიამი” – “ოკლაჰომა” 94:106 (19:33, 29:28, 21:26, 25:19)

https://www.youtube.com/watch?v=Iifn4qIuqNk

“დალასი” – “ჰიუსტონი” 107:123 (31:31, 16:35, 27:32, 33:25)

https://www.youtube.com/watch?v=gFb7SIYL1Og

“ლეიკერსი” – “იუტა” 100:102 (25:28, 27:20, 22:24, 26:30)

0.123663